ბუდაპეშტი, გასათვალისწინებელი ნიუანსები

ჩემი უნგრული ტურნე დასასრულს უახლოვდება, ბუდაპეშტის ნახვის მსურველებს მართლაც გირჩევდით ამ ქალაქის ნახვას. ამჟამად ცენტრალური პეშტის ტერიტორიაზე ვარ, ერზებეტვაროს ( ელისაბედქალაქის) იგივე მე-7 უბანში. სასტუმრო 4 დღე დაჯდა 150 ევრო , გვერძე 20 მეტრში მეტრო სადგურია , გარშემო არაერთი სასადილო თუ რესტორანი. ოთახი ძალიან ფართო , თანამდროვედ მოწყობილი და სუფთაა, გაცილებით უფრო დიდი და იაფი ვიდრე რაც პარიზში მინახავს. უნგრეთი არ გადასულა ევროზე და სავარაუდოდ ეს განაპირობებს სიააფეს. მეტროს ერთი ბილეთი 350 ფორინტი ჯდება ანუ 1.25$ არის 1-2-3 და 7 დღიანი ბილეთებიც. ტაქსი როგორც წინა დღეების პოსტში ავღნიშე საგრძნობლად ძვირია, თუმცა ხანდახან ჰაერივით გჭირდება. ზოგადად ნებისმიერი ნივთის შეძენა სასურველია ფორინტებში ისევ თქვენ დარჩებით მოგებული. დოლარის და ევროს გადაცვლას რაც შეეხება სასურველია ოფიციალურ ჯიხურებში ვიდრე მაღაზიაში, უკეთესი კურსის მისაღებად, სხვაობა შეიძება ევროზე 30 ფორინტი იყოს. ზოგიერთი ჯიხური საკომისიოს ითხოვს გადასაცვლელი თანხის ოდენობის მიხედვით. ამერიკაში გავრცელებულ ტიპინგს რაც შეეხება აქ არ ვიცი რამდენად არსებობს მსგავსი სისტემა, 100-200 ფორინტი რომ დატოვოთ რესტორანში ან ტუნდაც ტაქსში მადლიერები დარჩებიან. მოწესრიგებული ქალაქი ჩანს მეტნაკლებად ტიპიური ევროპა. არავინ არ ყვირის, არ იგინებიან არ იფურთხებიან დახმარებაზე უარი არავის უთქვამს. საქართველოც იციან  ^_^

ბუდაპეშტი, დღე მეოთხე

ამინდზე საუბრით თავს არ მოგაბეზრევთ, ტრადიციისამებრ წვიმდა დღის გეგმაში მუზეუმები, ცენტრალური მარკეტი და ქართული რესტორანი შედიოდა. მუზეუმები ნორმალურია, ძირითადად უნგრული წარმოშობის ექსპონატებს მოიცავს, ლუვრს და პრადოს კონკურენციას ვერ გაუწევს. ცენტრალური მარკეტი ერთ ერთ სანახაობად ითვლება და გასაგებია რატომაც, პირველ სართულზე იყიდება საკვები აუარება ძეხვეული და ხილ ბოსტნეული, გაგიკვირდებათ და რამდენი დეგენერატი ტურისტი სწორედ მათთან იღებდა სურათს, მეთქი ამ ქათმებისთვის სად მცალიათქო . ჩემში აგრესიულმა ნიუ იორკელმა გაიღვიძა და სულ წიხლების ქნევით მოვიშორე გზიდან. მეორე სართულზე ქარაქუცა სუვინირები, ჩანთები , მატრიოშკები და ა.შ.
ძეხვის სუნით გაბრუებული და წიხლების ქნევით დაღლილი ქართული რესტორნისკენ გავეშურე, არც თუ ისე შორს აღმოჩნდა, დარწმუნებული არ ვიყავი ევროებს მიიღებდნენ თუ არა ამიტომ გზა გავაგრძელე თანხის გადასახურდავებელი ჯიხური რომ მენახა. როგორც იქნა გამოჩნდა კიდეც, მიუახლოვდი ვხედავ გოგო ბიჭების ჯგუფი დგას ჰოდა ქართულმა ლაპარაკმაც არ დააყოვნა, მეთქი ეს ინჩეს ქართველები ხართ? კი , კი ვართო. პარლამენტის შენობას ვეძებთ და ხომ არ იცით საით უნდა წავიდეთო აქვეაო? რა აქვე კაცო ოპერასთან ხარ აქ რა უნდა? კარენოი მკვიდრივით ვპასუხობ. იქნებ ” მეფზე” გვანახოთო. ერთმა აიფონი დააძრო, მეორემ ჰტც, მესამე სხვას ეჯაჯგურება. ეს თქვენი სატანისტური აპარატები გაათრიეთ აქედან ჩემ ” მეფზე ” განახებთქო, დაუძრე ჯიბიდან ჩემი ერთ მეტრიანი რუკა , აი ხედაავთ აი პარლამენტი აი ეს მეტრო მიდის ზუსტად მაქეთ. იქვე ჰოლოკოსტის მემორიალია და ეგეც ნახეთქო. დიდი მადლობა მომიხადეს, მერე მეორემ სახეში სიგარეტი შემომაფხშუილა და ასე დავშორდით ერთმანეთ. რესტორანში შესულმა ვკითხე ქართველები თუ მუშაობენთქო, კი არიან ორივე მზარეულებიო. ე.წ. მიმტანები ადგილობრივები იყვნენ და როცა უთხარი , რომ ქართველი ვიყავი ნასწავლი ქართული სიტყვები გამიმხილეს. “გამარჯობა”, ” გემრიელად მიირთვი” და ბოლოს ” ნახვამდის” ქართველი იქ ჩემს გარადა არავინ ყოფილა თუმცა ტურისტებით კი იყო დაკავებული. აჭარულიც და ფელამუშიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა ფასიც ადეკვატური.

რესტორნიდან გამოსულმა ისევ წმ იშტვანის კათედრალს შევავლე თვალი და ზუსტად მაგ დროს გამოიდარა, აი ასეთი კმაყოფილი და გამოდარებული ამინდით დაუბრუნდი სასტუმროს 🙂

ბუდაპეშტი, დღე მესამე

გუშინდელი დღის არ იყოს დღესაც სისხამ დილით გამომეღვიძა, ამ წვიმისგან დაკომპლექსებული სასტუმროდანაც ადრე გავედი. დღევანდელი გეგმა ამბიციური იყო, 12 საათისთვის დუნაიზე ტური იყო დაგეგმილი. მოჩქარეს დაუგვიანდესო, მეტროს ის სადგრი სადაც გასვლა მინდოდა ამავე ხაზზე ყოფილა, ეს ვერ განვსაზღვრე და მეორე ხაზიდან გადავედი მეოთხეზე, მეოთხედან მესამეზე და მერე მოვწვი რა ჩავიდინე :))) ლურჯი მეტროთი ვიმგზავრე და ისევ მეორეს დაუბრუნდი. ამოვედი პარლამენტის შენობასთან, იქიდან არც თუ ისე შორს პირდაპირ მდინარის პირას ჰოლოკოსტის მემორიალს ვეძებდი, საბედნიეროდ ძალიან მალე მივაგენი მართლაც ძალიან ემოციური და შემზარავი ადგილია. გზად ისევ წმ იშტვანის ბაზილიკა იყო რამდენიმე წუთის შემდეგ გეზი ოპერისკენ და ანდრასის ხეივნისკენ ავიღე, დედაბუნებასაც მეტი რა უნდოდა ერთიკარგად დამაწვიმა, თუმცა გადაწყვეტილი მქონდა არ დავნებებოდი. როგორც იქნა დადგა ნანატრი 12 საათი და კრუიზიც დაიწყო, მდინარიდან დანახული ქალაქი კიდევ უფრო სასიამოვნოა მიუხედავად ასეთი უჟმური ამინდისა. გემზე მალტელებს გამოველაპარაკე, სპეციალურად ევროვიზიის გულისთვის ყოფილან ვენაში ჩასული და ახლა ბუდაპეშტს ვსტუმრობთო, სამწუხაროდ ჩვენი კონკურსანტი ფინალში ვერ მოხვდაო. ძალიან სამწუხაროა აი ჩვენი კი გავიდათქო ფერ წასულები დავტოვე იქვე და ხასიათშიც… :)))) ტური დასრულდა თუ არა დედა ბუნებამაც შემოიხია ყველაფერი, წვიმდა და რას წვიმდა მეთქი მკიდია საქმე ნიკოლოზ საქმეეეე წუწუნით არაფერი გამოვა. გეგმა თითქმის შესრულებული იყო გმირთა მოედანი რომელიც ქანდაკებების სიუხვით გამოირჩევა , ერთ ერთი უმთავრესი მუზეუმი სადაც რაფაელის დაუმთავრებელი ნამუშევარი ინახება სამწუხაროდ დაკეტილი დამხვდა ..2018 წლამდე 😐
ორიოდე წუთით პარკშიც გავისეირნე. გეგმა პირნათლად შევასრულე და უკვე რუკის გარეშე სასტუმროს გზას დავადექი. არც ხვალ მელოდება უკეთესი ამინდი მარა ხვალ ოფიციალურად მუზეუმის დღე მაქ, This weather can suck it! 

უნგრულშიც ენა გავიტეხე რასაც გავგებ წაღმა უკუღმა ვატრიალებ. მაგალითად ჰიდ-ხიდია, უტკა-ქუჩა, ტერ-სადგური, ნაგი-მგონი დიდს ნიშნავს და კურსურუმ-გმადლობ.

სხვათაშორის დღეს თურქულ ” ბისტროშიც” მიცნეს კაი კაი ჯაიროს აკეთებენ :)) მარა რაც ყველაზე აღსანიშნავია დღეს უნგრული გულაჟი დავაგემოვნე და პირგაზმაც არ დააყოვნა :))))

პატივისცემით ცენტრალური პეშტიდან

ბუდაპეშტი, დღე მეორე

დღევანდელი დღე ამინდის მხრივ ნორმალურად დაიწყო აქედან გამომდინარე გადავწყვიტე გეგმის ლომის წილი დღეს შემესრულებინა. თუმცა დედა ბუნებას სულ სხვა გეგმები ჰქონია, ლომის წილი ვერა მარა ვეფხვის წილი მოვახერხე. დრო არეულ დარეულმა დღეს დილის 5 საათზე გავიღვიძე , წრიალით დაღლილი ავღსდექ საწოლიდან 8ზე და დასახული მისიისკენ გავეშურე. სანამ განვაგრძობ მინდა ავღნიშნო შემდეგი, ბუდაპეშტის მეტროში თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვგრძნობ. ყველა გადასასვლე გადმოსასვლელი შემოვიარე, ყველა სადგურშიც ხომ ამოვედი M2 ზოლიდან M4-ზე თვალ დახუჭული გადავალ. მესამე ზოლს რაც შეეხება 90-იანი წლების ის დიდიებული ხანა მომაგონა სადგურები უფრო მოძველებული , მოუვლელი თუმცა სუფთა და რაც ყველაზე აღსანიშნავია მორახრახე კომუნისტების ხანის ლურჯი ვაგონები წინ ” ბროშკასავთ” გამობბული ” ზვეზდა”.

პირველი გეგმაში წმიდა გელეტის მეტრო სადგურის ნახვა იყო რომელიც როგორც იუწყებიან ერთ ერთი ულამაზესია მთელს მსოფლიოშიო, სიცრუე! ინტერნეტში გაცილებით უკეტესად გამოიყურება, იმედგაცრუებულმა სურათიც არ გადაუღე Tea . მეორე ციტადელი და იქვე მდებარე რაღაც გამარჯვებისადმე მიძღვნილი ქანდაკება, სად ვიბოდიალე? სად ვიფორთხიალე? მუხლები იქ დავტოვე ამ გულ ამოვარდნილმა. ციტადელი დაკეტილი დამხვდა რესტავრაციის სტადიაშიაო, იმ ქანდაკებას რაც შეეხება კი ” ჩავაკარტაჩკე” მარა ხედი იშლება იქიდან ქალაქზე კამფეეეეტ.

მესამე წმ. გელეტის ქანდაკება რომელიც აგრეთვე ბორცვზეა, ყველაზე მეტი დრო ამ ქანდაკების პოვნას მოვანდომე, მიჩქმალული და ხეებში ჩამალული. პარკი გადავჭერი და გადმოვჭერი სამჯერ მაინც, არადა ყველა რომ სხვა დასხვა მხარეს გიშვებს ” ორას მეტრში და მერე მარჯვნივ” როგორც იქნა ხომ მაგასაც მივაგენი. ქანდაკება დიდი არაფერი ხედი პრიმიტიული. რა ძალა მადგა????

მეოთხე უკვე ბუდას სასახლე, წმ მათიას ეკლესია და მეთევზის ბასტიონი. უმშვენიერესი ნაგებობები ხედი ქალაქზე არაჩვეულებრივი..
იქვე მომუშავე ბიჭს დაუჯერე და ფუნიკულიორით ასვლას ფეხით ასვლა ვამჯობინე….ისევ ბორცვზე. 1800 ფორინტიც დავზოგე ვოტ ტაკ.

მეექსვსე და უკანასკნელი ამინდის გამო წმიდა იშტვანის ბაზილიკა, უნგრეთის ყველაზე დიდი კათოლიკური მრწამსის ნაგებობა. მაშტაბური, გრაცოზული, მდიდრული, წითელ მარმარილოიანი ზოგადად როგორც სჩვევიათ. ეკლესიაშ შესვლა უფასო, შესაწირი სურვილის და მიხედვით, სულ რაღაც 500 ფორინტათ შესაძლებლობა გეძლევათ გუმბათზე ასასვლელად თუმცა კიბეების ავლა მაინც მოგიწევთ. ქალაქზე კარგი ხედი იშლება.ქვემოთ ჩამოსულს უკვე ისეთი კოკისპირული წვიმა დამხვდა, რომ სასტუმროსკენ წამოსვლა ვარჩიე. თუკი ამინდი ხელს გიწყობთ ბუდაპეშტის ნახვა 3 დღეში მოხერხდება უპრობლემოდ. ახლა უნგრულ ლუდს Dreher -ს გეახლებით საწოლზე განრთხმული და სიქა გამძვრალი. დანარჩენი ხვალ 🙂 

ბუდაპეშტი, დღე პირველი

პირველი დღე მიიწურა და მეტ ნაკლებად გარკვეული წარმოდგენა შემექმნა ქალაქზე. პირველ რიგში სასიხარულო ფაქტი! ინგლისურად ლომის წილი საუბრობს, ისე მაინც, რომ გაქცეული მოაბრუნოს. აეროპორტიდან ცენტრამდე 15-20 წუთის გზა არის. ბუდაპეშტის გარეუბანი არაფრით განსხვავდება თბილისისგან. საბჭოთა სტილის ე.წ. კორპუსები თუმცა ძირითადად 5 სართულიანები შევნიშნე. გზები კარგი აქვთ, სისუფთავეც მაქსიმალურად არის დაცული როგორც ქუჩებში ასევე მეტრო სადგურშიც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ნაგვის ურნები დგას. ხალხი თავაზიანი ჩანს და რატომღაც დეპრესიული სახეებით მოსიარულენი, გამიღიმეს იმ მომენტში როცა რუკა ავაფარე და დახმარება ვთხოვე :))) ევროპის უზარმაზარ სინაგოგას ვეძებდი ზოგი საით იშვერს ხელს ზოგი საით თურმე წრეებს ურტყავ ისევ ჩემით მივხვდი :))) ფიზიკურადაც ორ ნაწილად არიან გახლეჩილები ევროპული მასა თუ შეიძლება ითქვას ქერა და ღია ფერის თვალებით გამოირჩევიან მეორე მასა უფრო მუქი კანით შავგვრემნები და ტიპიური აზიური თურქებისგან არაფრით განსხვავდებიან. ენაც თურქულს მივამსგავსე, გაჭირვება აქაც იგრძნობა ბევრი უსახლკარო ხალხიც შეიჩნევა ქალაქში. ტრანსპორტი იაფია, ტაქსი როგორც აღნიშნეს ფუფუნებადაც ითვლება, გზაში წვიმამ მომისწრო მეტროს ძებნის სურვილი არ გამჩენია. 3.5 კმ მანძილის ტაქსით გავლა 2700 ფორინტი ანუ დაახლოებით 10$ დაჯდა. ერთი რასაც ვერ ვეჩვევი ამ უზარმაზარი რიცხების დამუღამებაა, რატომღაც დიდი თანხა მგონია  1$ 275 ფორინტი

გაკიცხული

შარშანდელი გაუსაძლისი და არადამიანური სიცხე ბევრს გვემახსოვრება დიდი ხნის მანძილზე, სწორედ მასეთ სიცხეში გადვწყვიტე საქართველოს მონახულება  მაფრთხილებდნენ ამინდის შესახებ მაგარმ ჩემი სიყვარული სამშბლოსადმი იმდენად დიდი და თავდადებული იყო,  რომ იგი ყველანაირ გვემას და ტანჯვას გაუძებდა.  გადავწყვიტე მაინც მომენახულებინა საქართველო და ჩემი ” ფაიზანები”.

ჩამოვედი თბილისისი აეროპორტში და HOLY SHIT გასული არ ვიყავი შენობიდან რომ სახე დამეთუთქა, თურმე სად ჩამოვსულვარ .   ჩემი რეისი თბილისში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 1 საათით ადრე ჩაფრინდა ამიტომ დახვედრა მოკრძალებული იყო და ამან ძლიერ გამახარა. მეგობრების და ნათესავების ის ნაწილი დამხვდა ვისი ნახვაც ყოველთვის მიხარია და თბილისში წასვლის მიზეზიც არიან ხოლმე 🙂

მომდევნო დღები არანაკლებ არა ადამიანური იყო ამინდის მხრივ, ეხლა ვხვდები თუ რას განიცდიდნენ პირამიდების მშენებლობისას ეგვიპტელების მიერ დამონებული ტომები. სახლიდან გასვლა მხოლოდ საღამოს 8 საათისკენ იყო ხოლმე შესაძლებელი თუმცა ქალაქში მაინც ჭირდა სუნთქვა და ჰორიზონტს გამყურე ადვილად შეამჩნევდა თუ რა საზარელი ოხშვარი ასდიოდა ქალაქს.  ჩემ ბუნებას არ ვუღალატე და პუნქტ-პუნქტ ჩამოვწერე თუ თბილისური ვოიაჟის თვე ნახევარი როგორ უნდა გამეტარებინა, მაშ ასე: თბილისი, კახეთი, მწვანე კონცხი, ბათუმი, სურამი და სვათაშორის თურქეთიც კი შევძელი 🙂

More

New Jersey the Love story

15 იანვრის გათენებას კაი ხანი ვლამობდი, ევროპიდან დაბრუნებულს მშობლიური შტატისკენ არ გამიხედავს. ველოდებოდი იმ დღეს როცა ყველა ჩემიანი ქალაქ მენვილში მოიყრიდა თავს. ვანტრულობდი იმ დღეს როცა თავისუფლად შევძლებდი დაძინებას ყველანაირი ხვრინვის გარეშე!

ზურგჩანთები გავამზადე, ერთი  ტანსაცმლით გაიტენა ერთიც კიდევ ლეპტოპით, ჩემი ბარგი ბარხანა ავისხი და ავენიუ ” ექსისკენ” გავემართე . ე.წ. ბეკეკის ასაყვანად. ბეკეკა ბაჩის მეტ სახელია, ხუჭუჭა თმები აქვს და ჩემში ბეკეკასთან ასოცირდება. ნიუ ჯერსიში მგონი ნამყოფი არ ყოფილა ან იყო ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინ და მისი მონახულების დაუოკებელი სურვილი გამოთქვა.

მიუხედავად იმისა რომ ნიუ ჯერსი ნიუ იორკის მეზობელი შტატია , უამრავი ნიუ იორკელისთვის იგი დაახლოებით უცხო პლანეტის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ცხოვრების რიტმით ნიუ ჯერსი საშუალოდ 5-ჯერ მაინც ნელია ანუ ნორმალურია, აქ იმდენად არ ისმის მანქანებიდან გინების ხმა, პარკინგი პრობლემას არ წარმოადგენს, გზები უკეთესია და  ხალხიც უფრო თავაზიანი.

More

Previous Older Entries