Flu boy

 

“ეხლა როცა ამ სტროფებს ვწერ

ტვინი მიხურს, თავი სკდება

პირში ნივრის გემო მიდგას

კუჭი სიმწრით მეხვრიტება”.

 

ნასვამი არ გეგონოთ, უბრალოდ გრიპი მაქვს. პრინციპში შეიძლება ვარ კიდეც, დღეს დილიდან ვსვავ წამლებს და რაც მათვარია ყელში ვივლებ ძმრიან, სოდიან, ლიმნიან და მარილიან წყალს. დაჟანგვის პროცესი წარმატებულად განხორციელდა და მენდელეევიც ალბათ კმაყოფილია იმ ჯოჯოხეთში. ( დიახ ჯოჯოხეთში, იმ ტაბულის შემქმნელი სამოთხეს არ იმსახურებს!)

საიდან შემეყარა ან ვინ შემყარა არ ვიცი, თუმცა რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრიც იქნება ამ დილემასთან დაკავშირებით .   მთელი დღე სახლში ჯდომა დამღლელი ამასთან ერთად ნელი და დაუნდობელი წამებაა. რაღაც ამდაგვარი 🙂

 

მეტი