Flu boy

 

“ეხლა როცა ამ სტროფებს ვწერ

ტვინი მიხურს, თავი სკდება

პირში ნივრის გემო მიდგას

კუჭი სიმწრით მეხვრიტება”.

 

ნასვამი არ გეგონოთ, უბრალოდ გრიპი მაქვს. პრინციპში შეიძლება ვარ კიდეც, დღეს დილიდან ვსვავ წამლებს და რაც მათვარია ყელში ვივლებ ძმრიან, სოდიან, ლიმნიან და მარილიან წყალს. დაჟანგვის პროცესი წარმატებულად განხორციელდა და მენდელეევიც ალბათ კმაყოფილია იმ ჯოჯოხეთში. ( დიახ ჯოჯოხეთში, იმ ტაბულის შემქმნელი სამოთხეს არ იმსახურებს!)

საიდან შემეყარა ან ვინ შემყარა არ ვიცი, თუმცა რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრიც იქნება ამ დილემასთან დაკავშირებით .   მთელი დღე სახლში ჯდომა დამღლელი ამასთან ერთად ნელი და დაუნდობელი წამებაა. რაღაც ამდაგვარი 🙂

 

არა სულ ესეთიც არა, ამას ხერხვა ფართი ქვია.

როგორც იქნა დაბრუნდა მამაჩემი ნიუ -ჯერსიდან, მომიტანა additional reinforcement წამლები, ვიტამინები და წირვაც გამოუყვანე.  ხელში მაწვდის ერთ დიდ პარკს, ჩავიხედე და ვხედავ ჩემ სახელზე მოსულ აუარება ფოსტას , უმრავლესობა  ბანკებისგან ან იმ მაღაზიებისგან რომლებთანაც ადრე გარკვეული ურერთობა მაკავშირებდა. მაგალითად 6-7 წლის მანძილზე ვიყავი  national geographic-is აქტიური მკითხველი და მომხმარებელი. წლიური გადასახადი 34$ რაც საკმაოდ ნორმალურია , თუმცა თანხა იმდენად არ მიქმნიდა პრობლემას რამდენსაც ამდენი ჟურნალების დახარისხება და ადგილის გამონახვა. დღევანდელ წერილში ეს მეტად შემცნებითი საზოგადოება მაუწყებს რომ წლიური გადასახადი 12$-მდე დაიყვანეს და უფასოდ დიდ რუკასაც გადმომცემენ . სამწუხაროდ უარით მომიწევს ისევ გასტუმრება.

ფოსტის პარკი საოცრებათა კიდობანის რეპლიკა გავხადე, თვალებ დახუჭულს კონვერტი ამომაქვს პარკიდან და დიდი ინტერესით ველოდები თუ რომელი ბანკისგან არის გამოგზავნილი.  7 დან 5ს სწორად გავარტყი, ეტყობა ” სიტი” ბანკს ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ.

არავინ არ თქვას როცა ავად ხარ ყველაფრის გაკეთება გეზარებაო, აგერ რაღაცას ვწერ აქ, იქ ფორუმიო, ფეისბუქიო, “ბიბისი ნიუსები” და კიდევ უამრავი საიტი. ბილეთის ფასებს ვამოწმებ აზიის მიმართულებით გარდა ამისა დელის საიტზე ახალი ლეპტოპი ავაწყვე თუმცა ყიდვით ჯერ ვერ ვიყიდი და ესე ნელ ნელა გამყავს დრო.

სკაიპზე  და ფეისბუქზე მხოლოდ 1-2 ადამიანი გამომეხმაურა, დანარჩენებმა თვით კარანტინი გამოაცხადეს მეგრელი ებრაელისგან გადადებული გრიპით სამუდამოდ დავიქცევითო, ესეთი მოუშორებელი ჭირის წინაშე მედიცინა უძლური იქნებაო.

torrent-დან  the big bang theory-ც გადმოიწერა და ჩემი გრიპითურთ ამ გენიალურ ნამუშევარს მივანდობ ჩემი ცხოვრების 20 წუთს.

 

დროებით ფლუ ბოი 🙂

 

 

2 Comments (+add yours?)

  1. tina
    იან 11, 2011 @ 19:02:58

    get well soon…..miss u

    პასუხი

  2. kevana
    თებ 26, 2011 @ 06:05:53

    mendeleevs daanebe tavi 😀 😀

    პასუხი

დატოვე კომენტარი