ხაში შინ და გარეთ

გუშნდელი დღე არაფრით იყო განსხვავებული წინა დღეებისგან,
როგორც ყოველთვის მეღვიძება შუაღამისას მამაჩემის ხვრინვის მეოხებით,
მივშტერებივარ ჩაბნელებულ ოთახს და მომარაგებულ ბალიშებს ვისვრი
მამაჩემის მიმართულებით, თუმცა უშედეგოდ ხვრინვა ფართი გრძელდება და
ჩვეულებისამებრ სრული ანშლაგებით ჩაივლის კიდეც, თუმცა
აპლოდისმენტების გარეშე რადგან ერთადერთი მსმენელ/მაყურებელი
მხოლოდ მისი გაწამებული შვილია. ბერლინიდან დაბრუნებული რატომღაც
დილის 11 საათამდე ვეღარ ვიძინებ, დღე და ღამე არეული მეტნაკლებად
მგონი მწყობრში ჩავჯექი, For better of worse i’m lovin it, ალაგ ალაგ
ინსომნიას თუ არ ჩავთვლით მთლიან ჯამში ჯანსაღი რეჟიმის მიმდევარი
ვხდები, ჩემდა უნებლიედ. დილით გამოღვიძებულს მამაჩემი
მეკითხება: “გუშინ ღამით ბალიშებს რატომ მესვროდი? ან საიდან მაგდენი
ბალიშები?” პასუხი: ” მე არ მისვრია მეზობელი იყო შემოსული და ალბათ
ბალიშებიც იმან შემოიტანა” . ჯერ გაკვირვებული მიყურებდა და მერე კი
მიხვდა რომ უკბილო ხუმრობის მოსმენა მოუწია. მამაჩემი კავკასიის
მთების ამაყი შვილია, არც ჭამა ეშლება არც სმა და როგორც მზარეულიც
შესანიშნავია. მე მისგან განსხვავებით წელიწადში მაქსიმუმ 7 ჭიქა
ღვინოს ვსვავ, არ ვეწევი, არც რძის პროდუქტს ვჭამ არც ხილს და მოკლედ
ჩემთან ცხოვრება ჭირვეულის მორჯულების დაუსრულებელი პროცესია. ამ
ყველაფეთან ერთად არც საჭმლის გაკეთება მეხერხება ეხლაც სანამ პოსტის
წერას დავიწყებდი კვერცხი დამეწვა და კვამლი რომ არა ტაფასაც ზედ
მივაყოლებდი.

რომანოზამ ( მამაჩემის ჩემებური სახელი ) დღის რიტუალი არ
დაარღვია, 2 ჭიქა ყვითელი ტეკილა მოსცხო და საქმიანობასაც
შეუდგა. მე როგორც საქმეს სჩვევია ლეპტოპი ჩავრთე
ფეისბუქს , იუთუბს და ფორუმს ( ენა, მამაული, სარწმუნოების ჩემებური
ფორმულა, ლოლ ) დავეწაფე , პოსტები მივალაიქე, ფორუმზე კომენტარები
დავტოვე და “ევანესენსის” რეპერტუარებით ცხოვრების მუღამზე
მოვედი. როცა კი მეკითხებიან ნიკა რას მიირთმევ საუზმეზე ვახშამზე ან
თუნდაც სადილზე პასუხი ერთია – ” არ ვიცი” ამიტომ არავინ არაფერს
მეკითხება, ამით თავიანთ დროსაც ზოგავენ და ჩემსასაც და იმას
ამზადებენ რითიც თვითონ მიიღებენ მაქსიმალურ სიამოვნებას. ასე და
ამგავარად გდაწყდა რომ food de jure ( ანუ დღის კერძი) ხაში
იქნებოდა! რომანოზა კომუნისტური რეჟიმის დროს ( დიახ, ეს ის
დროა ბევრი ჩვენი თანამემამულე მოსკოვში 37 მანეთად რომ
გადაფრინდებოდა ხოლმე, რუსი ლასტოჩკას შესაბმელად) საკუთარი მაღაზიის
და რესტორნის მფლობელი იყო და სწორედ ამის გამო ფრიადოსანია კეძის
მომზადების საკითხებში. მოდუღდა წყალი დაიჭრა ხორცი და დადგა ხაშის
სუნი, როცა რომელიმე საჭმელი დისკომფორტს გიქმნის რა თქმაუნდა არც
მისი სურნელება მოგხიბლავს მეტად. გავიხედ გამოვიხედე ხაშია თუ
კათოლიკური ეკლესია ინკვიზიციით მიპირებს გამასპინძლებას და გეჰენაში
გასტუმრებას. არა, სამწუხაროდ ხაში იყო. რომანოზამ
ხაშით სავსე ჯამის განადგურების სოლო რეპერტუარი შემომთავაზა და
ნასიამოვნებიც დარჩა, მე ვზივარ ისევ კომპთან და შოკოლადით
ვიტენები left and right, like there is no tomorrow. ისმის მობილურის
ხმა, გავიხედე მამაჩემის მობილური რეკავს ჩემი ისევ დადუმებული
მყავდა. როგორც გაირკვა მამაჩემის მეგობარი რეკავს და თავისთან
ეპატიჯება, ნიკაც აუცილებლად გამოიყოლე რაც ჩამოვიდა ევროპიდან არ
გვინახიაო და გავესაუბრებითო თან მოკრძალებულ სუფრას ვშლითო. აჰ
სახლში ჯდომას ვარჩიე ისევ სტუმრად წასვლა და ხალხთან მუსაიფი, გარდა
ამისა მოკრძალებული სუფრის ფანი უფრო ვარ ვიდრე კილომეტრიანი სუფრების
სადაც სუფრის თავი და ტრაკი ერთმანეთს არ იცნობენ. დაახლოებით
10 წუთიანი ვოიაჟის შემდეგ მივადექით მათ საცხოვრებელ კორპუს, კარზე
დაკაკუნება ვერ მოვასწარით რომ კარი უმალ გაიღო და მათი ოთხფეხა
მეგობარი კოკო გამოვარდა და ჩემს ფეხებთან ახვანცალდა ( არად არც
ცხოველები მიყვარს მაინცდამაინც). შევედით დავსხედით და წავიდა
ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით შეკითხვების კორიანტელი და მეც 2
ფრონტზე ვიბრძვი და ვიგერიებ დასმულ შეკითხვებს. როგორც იქნა
დაილია შეკითხვბი აბოიმა დაეცალათ და ვზივარ, მობილურში ფეისბუქი
ჩავრთე ახალ პოსტებს გადავხედე, მთელი გონებით და არსებით მისი
მონა მორჩილი გავხდი. ამასობაში ვგრძნობ რომ სადაც არ უნდა
გავიდე ხაშის სუნი თან დამსდევს, მოკლედ გადავწყვიტე სამზარეულოში
დავბრუნებულიყავი და მამაჩემისთვის მეკითხა ის ამხელა ქვაბი აქ ხომ არ
ამოგიტანიათქო. შევედი და ვხედავ გაზქურაზე დევს კოლოსალური
გაბარიტების ქვაბი შიგნით გამოტენილი მოხარშული ხაშით, თავზე ხელი
შემოვირტყი Sweet Jesus, Santa Claus and Hari Krishna have mercy on
me აღმომხდა. you can run but u cant hide from ხაში , one way
or another it will catch up with you. აღმოჩნდა რომ ჩვენი
მასპინძლის მოკრძალებული სუფრის მთავარი გმირი ხაში იყო. როგორც
სტუმარს მასიამოვნეს და ყველაზე დიდ ჯამში დამისხეს ეს სიცოცხლის
ელექსირი. ეს ამოუცნობი
მცურავი ობიექტიც ამავე ჯამში აღმოვაჩინე, რვაფეხას არა ჰგავს?
ხან რომელი მხრიდან
მოვუარე, ხან ნიორი ჩავაყარე ხან მარილი დავუმატე, ბოლოს რომ
გადავწყვიტე წვენის ოდნავ გასინჯვა ისე გამიმწარ დამიმლაშებია
რომ დღემდე ენამ ვერ დაიბრუნა საკვების დაგემოვნების ფუნქცია
. მამაჩემს გადავუდგი ეს ვეებერთელა ჯამი და 2 საათში
უკვე მესამე ულუფა გაანადგურა. მე კიდე იქვე მაგიდაზე შოკოლადს
მოვკარი თვალი და ” მიშკა კასალაპის” მეგობრობის ხელი გავუწოდე და
ოდნავ აგრესიულადაც შევეხე.

20 Comments (+add yours?)

  1. tina
    იან 09, 2011 @ 14:01:40

    reading all these makes me laugh…..u r soooo funny

    პასუხი

  2. egoisti
    იან 09, 2011 @ 18:22:11

    ძალიან სასიამოვნოდ წერ.
    მომწონს შენი ბლოგი.
    ამ პოსტზე კი ბევრი ვიცინე :დ

    პასუხი

  3. nycnikusha
    იან 09, 2011 @ 22:12:19

    დიდი მადლობა, სულ რამდენიმე დღეა რაც ბლოგინგს მივჰყავ ხელი და მშვენივრად ვერთობი :)))) გუშინდელი ხაშის ამბავი მართლა ხოხმა იყო :)))

    პასუხი

  4. Givi
    იან 09, 2011 @ 22:21:46

    ჰაჰა, კაარგეაააააჰ, დამიპყრო შენმა ბლოგმა და განმგმირა.

    პასუხი

  5. nycnikusha
    იან 09, 2011 @ 22:26:23

    გივი არ დანებდე მასე ადვილად, არ ჰქნა არ დაგვღუპო :)))

    პასუხი

  6. Zura
    იან 09, 2011 @ 23:50:13

    magas me moxarshul pirsaxocis nachrebs vezaxi 😀 lol

    პასუხი

  7. Misha
    იან 10, 2011 @ 00:30:04

    აუ მაგარია ხაში რას ერჩი? 😀

    პასუხი

  8. Landish
    იან 10, 2011 @ 08:22:49

    you can run but u cant hide from ხაში , one way or another it will catch up with you.

    😀 😀 😀

    პასუხი

  9. maia
    იან 11, 2011 @ 21:24:01

    dzalian magrad ter,she nijiero

    პასუხი

  10. kevana
    თებ 26, 2011 @ 06:10:08

    lol… iqneb shenc xvrinav?

    A story of life with father 😀

    პასუხი

  11. nycnikusha
    მარ 06, 2011 @ 00:09:51

    gamascari exla aqedan 😀

    პასუხი

  12. datobe
    მარ 07, 2011 @ 15:03:04

    dzalian sasiamovnod wer nika, sagol.

    პასუხი

  13. datobe
    მარ 07, 2011 @ 15:04:03

    nu sasiamovnod wer tu ara ar vici magram siamovnebit ki wavikitxe. lmao

    პასუხი

  14. nycnikusha
    მარ 09, 2011 @ 13:01:06

    didi madloba davit 🙂

    kevana she tartarozica 😀

    პასუხი

  15. მარწყვიანი ბლოგი
    აპრილი 11, 2011 @ 17:07:18

    ra cudi ramea is bolo surati 😀
    yocahg mowmons sheni weris manera : )

    პასუხი

  16. nycnikusha
    მაისი 09, 2011 @ 23:09:08

    ki rafexas magonebs 😀

    პასუხი

  17. მაკო
    ივლ 08, 2012 @ 06:05:06

    ნიკოლოოოოოოოოზ 😀
    მამაშენის თვალში ბეწვს რომ ხედავ, შენსაში ხელი მაინც ამოისვი 😀 არანაკლები ხვრინვა იცი შენ 😀
    ხაშის ამბავი მაგარი იყო 😀 ჯერ ვიფიქრე, მამამისმა ხომ არ წაიღო თან-თქო.

    პასუხი

  18. nycnikusha
    სექ 10, 2012 @ 18:38:49

    მაკო არც შენ დამრჩი ვალში :))))

    პასუხი

დატოვე კომენტარი