ხაში შინ და გარეთ

გუშნდელი დღე არაფრით იყო განსხვავებული წინა დღეებისგან,
როგორც ყოველთვის მეღვიძება შუაღამისას მამაჩემის ხვრინვის მეოხებით,
მივშტერებივარ ჩაბნელებულ ოთახს და მომარაგებულ ბალიშებს ვისვრი
მამაჩემის მიმართულებით, თუმცა უშედეგოდ ხვრინვა ფართი გრძელდება და
ჩვეულებისამებრ სრული ანშლაგებით ჩაივლის კიდეც, თუმცა
აპლოდისმენტების გარეშე რადგან ერთადერთი მსმენელ/მაყურებელი
მხოლოდ მისი გაწამებული შვილია. ბერლინიდან დაბრუნებული რატომღაც
დილის 11 საათამდე ვეღარ ვიძინებ, დღე და ღამე არეული მეტნაკლებად
მგონი მწყობრში ჩავჯექი, For better of worse i’m lovin it, ალაგ ალაგ
ინსომნიას თუ არ ჩავთვლით მთლიან ჯამში ჯანსაღი რეჟიმის მიმდევარი
ვხდები, ჩემდა უნებლიედ. დილით გამოღვიძებულს მამაჩემი
მეკითხება: “გუშინ ღამით ბალიშებს რატომ მესვროდი? ან საიდან მაგდენი
ბალიშები?” პასუხი: ” მე არ მისვრია მეზობელი იყო შემოსული და ალბათ
ბალიშებიც იმან შემოიტანა” . ჯერ გაკვირვებული მიყურებდა და მერე კი
მიხვდა რომ უკბილო ხუმრობის მოსმენა მოუწია. მამაჩემი კავკასიის
მთების ამაყი შვილია, არც ჭამა ეშლება არც სმა და როგორც მზარეულიც
შესანიშნავია. მე მისგან განსხვავებით წელიწადში მაქსიმუმ 7 ჭიქა
ღვინოს ვსვავ, არ ვეწევი, არც რძის პროდუქტს ვჭამ არც ხილს და მოკლედ
ჩემთან ცხოვრება ჭირვეულის მორჯულების დაუსრულებელი პროცესია. ამ
ყველაფეთან ერთად არც საჭმლის გაკეთება მეხერხება ეხლაც სანამ პოსტის
წერას დავიწყებდი კვერცხი დამეწვა და კვამლი რომ არა ტაფასაც ზედ
მივაყოლებდი.
მეტი