This is America, Yes?

პირველი პოსტი და ჩემთვის ე.წ. “პილოტი” ( როგორც ეს ამერიკულ შოუებში და განსაკუთებით სიტკომებში მოსულა)  შეეხო ჩემს გამგზავრებას ბებერი ევროპისკენ, ეს პოსტი კი ამსახველი იქნება იმ ხოხვა ფართის რაც იქიდან წამოსვლას ახლდა თან და არაფრის დიდებისთვის არ მშორდებოდა.

სასაცილო და სატირალი ისიც იყო რომ, დაკარგული ბარგი 3 იანვარს მივიღე და 5-ში უკან გამოვფრინდი, ჩემოდანი ერთხელ გავხსენი რათა მეგობრისთვის ჩურჩხელები გადამეცა და შამპანურით გავმასპინძლდებოდი.

ჩემოდანს ჩახუტებული იანვრის 3-ში.

ბერლინი და ზოგადად ევროპა 360 გრადუსით განსხვავებულია ახალი და ენერგიული ამერიკისგან, ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა იკეტებოდეს მუზეუმი საღამოს 6 საათზე, მაღაზიების დიდი ნაწილი 8-9-ზე რატომ არ არსებობს 24 საათიანი მაღაზიები და 4 მილიონიან ბერლინში რატომ არ მესმოდა მისიგნალების ხმა ან თუნდაც  Fuck u-ს გადაძახება ( ცხადია გერმანულ ენაზე) .

ჩემი რეისი დილის 7-ზე აპირებდა გამოსვლას ამიტომ გადავწყვიტეთ თადარიგი დაგვეჭირა და დანიშნულებისამებრ  აეროპირტში ადრე გავსულიყავით.  მიუხედავათ ბერლინის ” უბერ ფანტასტიშ” საზოგადოებრივი ტრანსპორტისა ღამის საათებში ჩემი აზრით მისვლა მოსვლა შეზღუდული იყო. ბერლინის არცერთი პლატსი არ გამოგვიტოვებია სადაც ჩვენი კვალი არ დაეტყო ზურგჩანთ მოკიდებული დავარახრახებ ამ ჩემოდანს.  ერთი “იუ” ბანიდან მეორეში, მეორედან მესამეში და მესმიდან “ეს” ბანში” წრეს ვურტყავთ ” კალცევოიზე” გერმანიის “ჰაუპდშტატს” ( თუმცა როგორც მითხრეს, ბავარიელები დედაქალაქად მიუნხენს მიიჩნევენ და ბერლინს აძაგებენ).  რაც უფრო მეტ დროს ვხარჯავთ ტრანსპორტში მით უფრო და უფრო ვშორდებით ტეგელის აეროპორტს და მის არსებობაში უკვე ხელმეორედ შემეპარა ეჭვი. თუ მეხსიერება არ მღალატობს ალექსანდრეს პლატსში ვართ ( მაკო ვიცი აქ გაგაეცინება 🙂 ) გადი გამოდი კედლებს ურტყი თავი სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო ვერ მივდივართ აეროპორტში და ამიტომ გაცლაც ვამჯობინეთ.  ტაქსების ნაკლებობას არც ბერლინი განიცდის ყოველ ფეხის ნაბიჯზე მერსედესის მარკის ტაქსი დგას.  ბმვ, მერსედესის და ფოლკსვაგენის კონცერნის ქვეყანაში ტოიოტა პრიუსის ჰიბრიდი შემხვდა მე 🙂  18 ევრო დაჯდა აეროპორტში ადამიანურად მისვლის სიამოვნება, ხელ ფეხმაც დაისვენე და ის ოღრაში ჩემოდანიც ჩავაგდეთ საბარგულში.

აეროპორტში შუა ღამეს მისულებმა ოდნავ დასვენება გადავწყვიტეთ, მაგრამ ამაოდ. ოთხივე მხრიდან ხვრინვა ფართის მსხვრპლი გავხდი ვერ გამეგო ბერლინში ვიყავი თუ უკვე ბრუკლინის ბინაში სადაც სისტემატიურად ხვრინვას ვებრძვი უშედეგოდ.    რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ  ” ბრუსელის ავიახაზებმა” ” ბორდინგისც” დაიწყეს გულში ჩავიკარი სანატრელი ბილეთი და მეგობართან გამომშვიდობების შემდეგ ” გეითის” გზას გაუყევი და შევაღწიე ავიახაზების ე.წ. მინდა ვიყო თვითმფრინავში ( მაშინ დავრწმუნდი აირზენას აღმატებულებაში) .

ბერლინის-ბრუსელის ფრენა საათნახევარი გაგრძელდა, ამ დროის მანძილზე 2 სტიურდესა მოღვაწეობდა , ასაკით საკმაოდ ხანდაზმულები, თავიდან ვიფიქრე მოხუცებულთა სახლს ამინისტია ხომ არ შეეხოთქო, ალბათ შეეხო კიდეც და დაგვიმალეს.

საკვების ღირსად არ ჩაგვთვალეს და არც წყალი გვაღირსეს, ჩამოატარეს მხოლოდ გასაყიდად. პრინციპის საკითხი იყო და შეგნებულად არ ვიყიდე , ევროპის კრისიდან გამოსვლაში ჩემი წვლილი არ შემიტანია 🙂

ბრუსელის აეროპორტს რაც შეეხება არის ერთი უკიდეგანო ლაბირინთი მინოსის ანალოგი და წუთი წუთ მინოტავრის გამოჩენასაც ველოდი.  ერთი ექსკალატორი არ გამიმაზია ან მაგის საშუალებას ვინ მომცემდა ხომ უნდა შემესისხლხორცა ევროპული არქიტექტურული მიღწევის შედევრი. ჰორიზონტზე გამოჩნდა ინტერნეტ ბარი და ჩეულებისამებრ პირველ რიგში ფეისბუქს გადავხედე , პარალელურად ფორუმს და იმეილს სადაც  “ექს” რაოდენობის სპამები ჩემს გამოჩენას ჟრიამულით შეხვდენ.

ბრუსელის ავიახაზებით დამშიებულმა არც კაფე-ბარი გამოვტოვე და რაღაც უცნაური სენდვიჩსაც გეახელით, გემო ვერ გაუგე ამიტომ ევროპის უცნაურობათა სიაში შევიყვანე. ბრუსელიდან ნიუ იორკში გამოფრენას დიდი დრო არც მოანდომეს და ” ჯეთ ეარვეის” ეარბასშ შევლისთანავე შევატყვე რომ გადაჭედილი იყო იქურობა ადგილი არ ჩანდა უქმედ დარჩენილი გარდა 19K-ს სადაც მე უნდა დამჯდარიყავი პირდაპირ ფანაჯარასთან ( არადა ფანჯრიდან გადახედვა არ მიყვარს მაგრამ ნაგლურად მაინც მაგ ადგილს ვიღებ  i get great joy by depriving other ppl from happiness. lol ) გვერძე სასიამოვნო ქალბატონი იჯდა და წიგნში ჰქონდა თავი ჩარგული. ყოველთვის მიკვირდა იმ ხალხის ვინც მგზავრობისას წიგნს ან გაზეთს კითხულობდნენ, საკმარისი სინათლის არ არსებობის გამო თვალებს გენოციდს ვერ მოუწყობ.

ბრუსელის აეროპორტიდან აფრენა

ბრუსელის ავიახაზებისგან განსხვავებით ეს ავიახაზები სტიუარდესების სიმრავლითაც გამოირჩეოდა და სერვისიც ფანტასტიური ჰქონდათ, როგორც კი თვითმფრინავმა შესაბამის სიმაღლეს მიაღწია სტიუარდესაც გამოჩნდა და შეეცადა დაეზუსტებინა “ქოშერი” მქონდა შეკვეთილი თუ არა,  რაზეც დადებითი პასუხი მიიღო და ვატყობ ახლო მახლო მსხდომი მგზავრები უცნაურად მიყურებენ. ეტყობა “ქოშერი”  “ჰალალისგან” ვერ გაარჩიეს და მომენტ უპარაშუტოდ მასიურ ხტომას ექნებოდა ადგილი, საბედნიეროდ მსგავს სიგიჟეს ადგილი არ ჰქონია არადა აიპოდი უკვე მზად მქონდა ყველაფრის დასაფიქსირებლად.

8 საათიანი ცმუკვის და ფილმების ყურებიის შემდეგ  ნიუ იორკის ცათამბრჯენებიც გამოჩდნენ ჩვეული ამაყი და უდრეკი მზერით,  პილოტი გვატყობინებს რომ 10 წუთში თვითმფრინავი ” კენედის აეროპორტის” მერვე ტერმინალზე დაეშვება .

კენედის აეროპორტი და Welcome Home

ნიუ იორკის აეროპორტები შეიძლება ევროპულებთან შედარებით ოდნავ უბრალოდ გამოიყურება თუმცა გზის გაკვლევა გაცილებით უფრო იოლია , გამოვედი მთავარ ფოიეში და ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ჩემი აოხრებული ჩემოდანიც გამოჩნდა , სწორედ ამ მომენტში მოდის ერთი მგზავრი და მეკითხება  This is America yes? no?  დაბნეული ვუყურებ თან პერიფერიულ მხედველობას პოლნი ხოდი მივეცი და გვერდზებზე ვიყურები ფარული კამერის მსხვერპლი ხომ არ ვარ, ბუდარიამ ხომ არ მიპოვნათქო.

არც აქ გამიმართლა და ერთი გზა აბნეული ტურისტის რესპოდენტი გავხდი, როგორც იქნა დავაკვალიანე და აეროპორტის კლანჭებსაც თავი დავაღწიე, ცოტა ხანში ტანჯო და ბეკეკაც მოვიდნენ და სრული შემართებით ბრუკლინის გაუვალი ჯუნგლებისკენ გავეშურეთ.

7 Comments (+add yours?)

  1. Givi
    იან 09, 2011 @ 11:49:45

    ჰაჰჰა, საღოლ ჭიკოლოზ, წერე, წერე!

    საკაიფოა, ვიცინეე .. 😀 😀

    ის როჟა American Airlines -ს ხომ არ ეძებდა? 😀

    პასუხი

  2. nycnikusha
    იან 09, 2011 @ 11:52:33

    ზოგადად ვერ გარკვეულიყო რომელ ქვეყანაში იყო 😦 არადა მერვე ტერმინალი კი არის ამერიქან ეარლაინის ჰაბი

    პასუხი

  3. knuti
    იან 09, 2011 @ 11:56:27

    ისევ შემეცოდე :შ

    პასუხი

  4. nycnikusha
    იან 09, 2011 @ 11:57:30

    ამ გაწამებული გააფრენა გადმოფრენით იმედია ჩემი ცოდვების რაოდენობა ღმერთის თვალში შემცირდა. ლოლ

    პასუხი

  5. tina
    იან 09, 2011 @ 13:38:40

    what’s next…..i like it

    პასუხი

  6. mako
    იან 09, 2011 @ 13:45:54

    me yoveltvis tan maqvs tvitonfrinavshi sakitxavi, wigni iqneba es tu gazeti. rac pirvelad frenisas turquli aviaxazebis sareklamo broshuris dazepireba momixda, rom dro gameyvana, mas shemdeg chemi gemovnebit shercheuli tavshesaqcevi mirchevnia.

    briuselis stiuardesebis ambavma gamtanga da agar damarchina :)))

    პასუხი

  7. nycnikusha
    იან 09, 2011 @ 13:57:47

    2008ში ანუ სულ პირველად რომ გავფრინდიი დედა სამშობლოში მაშნ წავიღე წიგნი და თვალები მატკინა ძალიან, მას შემდეგ მგზავრობის დროს არ ვეკარები არანაირ საკითხავ მასალას. ბრუსელის ავიახაზებისგან უკვე არაფერი გამიკვირდებოდა, მაქსიმალურად ვეცდები რომ მათი ” სერვისის” მსხვერპლი არ გავხდე მომავალში

    პასუხი

დატოვე კომენტარი