This is America, Yes?

პირველი პოსტი და ჩემთვის ე.წ. “პილოტი” ( როგორც ეს ამერიკულ შოუებში და განსაკუთებით სიტკომებში მოსულა)  შეეხო ჩემს გამგზავრებას ბებერი ევროპისკენ, ეს პოსტი კი ამსახველი იქნება იმ ხოხვა ფართის რაც იქიდან წამოსვლას ახლდა თან და არაფრის დიდებისთვის არ მშორდებოდა.

სასაცილო და სატირალი ისიც იყო რომ, დაკარგული ბარგი 3 იანვარს მივიღე და 5-ში უკან გამოვფრინდი, ჩემოდანი ერთხელ გავხსენი რათა მეგობრისთვის ჩურჩხელები გადამეცა და შამპანურით გავმასპინძლდებოდი.

ჩემოდანს ჩახუტებული იანვრის 3-ში.

ბერლინი და ზოგადად ევროპა 360 გრადუსით განსხვავებულია ახალი და ენერგიული ამერიკისგან, ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა იკეტებოდეს მუზეუმი საღამოს 6 საათზე, მაღაზიების დიდი ნაწილი 8-9-ზე რატომ არ არსებობს 24 საათიანი მაღაზიები და 4 მილიონიან ბერლინში რატომ არ მესმოდა მისიგნალების ხმა ან თუნდაც  Fuck u-ს გადაძახება ( ცხადია გერმანულ ენაზე) . მეტი

კოშმარ ფართი აეროპორტში

ხანგრძლივი ლოდისნის და წამი წუმის თვლის შემდეგ როგორც იქნა კალენდარზე გამოჩნდა ის ყოვლად ნანატრი დღე რომელსაც დიდი რუდუნებით და მოწიწებით ველოდი.  24 დეკემბერია და ევროპული ტურნესთვის ვემზადები, ტანსაცმელი მზად მაქვს, ზურგჩანთა გამოტენილი კამერით და მობილურით და რაც მთავარია აიპოდს ხელიდან არ ვუშვებ რადგან ჩემი მეგზური და პირადი ჯამბაზი უნდა იყოს მგზავრობისას . უარს ვიტყვი საკვების მიღებაზე, გადავდგავ უკიდურესს ნაბიჯს და პეპსის ამოვიღებ საკვების რაციონიდან მაგრამ მე და Angry Birds განუყრელები ვართ, ვითარცა ადამი და ევა ან ჩინეთი და პატენტი ჯინსები. საერთოდ არანორმალური ქცევების კორიანტელი მაქვს აღჭურვილობაში და სრულ მზადყოფნაში არიან კიდეც, მაგალითად რადიოს ხმა მანქანაში უნდა იყოს ყოველთვის ლუწ რიცხვზე დაყენებული,  კბილის ჯაგრისი უნდა იყოს მარცხენა მხარეს შეტრიალებული და წყალი უნდა დაილიოს მხოლოდ გამჭვირვალე ჭიქით.

თუმცა ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს უცნაურობის ( ამ თუნდაც სიგიჟის, თქვენ გადაწყვიტეთ) სულ სხვა გამოვლინება. ბარგის ჩალაგება გამგზავრებამდე 2-3 კვირით ადრე.  ჩემდა სამწუხაროდ ასე არ მოხდა, რადგან მამაჩემს გაუთვალისწინებელი ამბავის გამო თბილისში მოუწია გამგზავრება და ჩემოდნები თან გაიყოლა ( ოთხივე).

მაინც როცა მიემგზავრები გინდა რომ რამოდენიმე ახლობელი მაინც ნახო, ცოტა ხნით ჩაუსხდეთ და დრო გაატაროთ. სკაიპი მეტ ნაკლებად პასიურობდა ხალხს ” ინვიზიბლედ” ყოფნა უყვარს ამიტომ ვინმეს ” ვიზიბლზე” გამოყვანით თავი აღარ შევიწუხე და avenue X-ზე მეტ სახელად ბეკეკას დავადექი თავზე 🙂 . სწორედ მაგ დროს მირეკავს expedia.com-ის აგენტი და მატყობინებს რომ ჩემი რეისი ბრუსელის მიმართულებით სულ ცოტა ხნით 3 საათით დაიგვიანებს! მეტი