პირველი პოსტი და ჩემთვის ე.წ. “პილოტი” ( როგორც ეს ამერიკულ შოუებში და განსაკუთებით სიტკომებში მოსულა) შეეხო ჩემს გამგზავრებას ბებერი ევროპისკენ, ეს პოსტი კი ამსახველი იქნება იმ ხოხვა ფართის რაც იქიდან წამოსვლას ახლდა თან და არაფრის დიდებისთვის არ მშორდებოდა.
სასაცილო და სატირალი ისიც იყო რომ, დაკარგული ბარგი 3 იანვარს მივიღე და 5-ში უკან გამოვფრინდი, ჩემოდანი ერთხელ გავხსენი რათა მეგობრისთვის ჩურჩხელები გადამეცა და შამპანურით გავმასპინძლდებოდი.
ჩემოდანს ჩახუტებული იანვრის 3-ში.
ბერლინი და ზოგადად ევროპა 360 გრადუსით განსხვავებულია ახალი და ენერგიული ამერიკისგან, ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა იკეტებოდეს მუზეუმი საღამოს 6 საათზე, მაღაზიების დიდი ნაწილი 8-9-ზე რატომ არ არსებობს 24 საათიანი მაღაზიები და 4 მილიონიან ბერლინში რატომ არ მესმოდა მისიგნალების ხმა ან თუნდაც Fuck u-ს გადაძახება ( ცხადია გერმანულ ენაზე) . მეტი